მამა გაბრიელი მთელი ცხოვრება სალოსობის უმძიმეს ტვირთს ატარებდა; დადიოდა საკვირველი ცხოვრების გზით; ფეხშიშველი, გლახაკად ჩაცმული და მუდმივად მოყვასისთვის მლოცველი. დიდი სულიერების მქონე მოღვაწე, გაბრიელ ბერი საქართველოსა და ქართველი ერის ხსნას სიყვარულში ხედავდა, სტკიოდა თითოეული ადამიანის ტკივილი, განიცდიდა და პირდაპირ მიუთითებდა მათ სულიერ მანკიერების თუ შეცდომების თაობაზე. ცნობილია, რომ მან გამოცხადებით უფლისგან მიიღო ბრძანება, ეცხოვრა სამთავროს დედათა მონასტერში და ხალხისთვის ემსახურა.
ბერი გაბრიელი 1995 წლის ნოემბერში გარდაიცვალა. ანდერძის მიხედვით, ჭილოფში გახვეული დაკრძალეს.
დღეს მამა გაბრიელის საფლავზე უამრავი ადამიანი მიდის სალოცავად და ბერი გაბრიელის საკურნებელი ზეთის წასაღებად. მის საფლავზე მუდმივად აღესრულება სასწაულები. მამა გაბრიელის მიმართ სიყვარული და პატივისცემა დღითიდღე იზრდება. ბერი გაბრიელი მუდამ გვახსენებს, რომ ჭეშმარიტება სულის უკვდავებაშია.
2012 წლის 20 დეკემბერს საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდის განჩინებით არქიმანდრიტი გაბრიელი წმინდანად შეირაცხა. წმ. ღირსი მამა გაბრიელი აღმსარებელი-სალოსის სახელით.
მამა გაბრიელის სასწაულმოქმედი ზეთისთვის ჩვენ მიერ შექმნილი ჭურჭელი და სამთავროს დედათა მონასტრის ტერიტორიაზე მაყვლოვანთან მდებარე წმინდა ნინოს სახელობის მცირე ეკლესიის მაკეტი ანალოგიური დანიშნულებით - მისდამი დიდი სიყვარულის გამოკრძალებული გამოხატულებაა.
ფასი : 15 GEL.
123 |
დიდი ფიალა |
ბოთლი „თბილისი“ |
სურათი |