ქართული ნატურალური თაფლის სანთლისგან შექმნილი ბოთლი „სოხუმი“ აფხაზეთის სიყვარულის გამოძახილია. იგი მიეძღვნა საქართველოს შავიზღვისპირეთის მარგალიტს - ყველაზე ელეგანტურ, სადა, გამორჩეული არქიტექტურის, უძველესი ისტორიისა და კულტურის მქონე ქალაქს - დიოსკურია-სოხუმს.
ვისაც ოდესმე განუცდია სოხუმთან შეხვედრის ბედნიერება - გვჯერა - გუწრფელი და თავშეუკავებელი ემოციებით აღიქვამს ჩვენს მიერ დიდი სიყვარულით და სიფაქიზით შექმნილ პროდუქციას.
ლეგენდარული, ფანტასტიური ზღვის სანაპირო ჩირაღდნების მოლიცლიცე შუქში, სოხუმის სავიზიტო ბარათი - საათიანი ულამაზესი შენობა - ამჟამინდელი ქალაქის ადმინისტრაციული კორპუსი, სოხუმის საკათედრო ტაძარი, ბოტანიკური ბაღის შესასვლელი, ზღვისპირა პარკის კოლონადა, თოვლივით ქათქათა, ლეგენდარული სასტუმრო „რიცა“, დრამატული თეატრის წინამდებარე შადრევანი, სოხუმის ვაგზალი, უმშვენიერესი მავრიტანული სტილის ვილა „ალოიზის“ ფრაგმენტი, ჩვენი უდარდელი ბავშვობა - სოხუმის მე-11 სკოლა, პალმები, მაგნოლიები.
ბოთლის თავსაფარად შეგნებულად შევარჩიეთ სოხუმის მერიის ისტორიული შენობის ფრაგმენტი, რომელზეც საათია გამოსახული...
საათი დროს სიმბოლურად აღრიცხავს, დრო კი ჩვენი სიცოცხლის მემატიანეა ...
წელი წელს მისდევს, წუთი წუთს და გვჯერა: ერთ ბედნიერ დღეს, ჩვენ, თქვენთან ერთად შევიკრიბებით სოხუმში, მერიის წინ, საათთან და შეხვედრის სიხარულით აღვსილნი, ხმამაღლა ვიტყით წლობით მონატრებულსა და ნაფერებს:
გამარჯობა, აფხაზეთო შენი!
დიდება უფალს!
ბოთლი-ჭურჭელი შესაძლებელია გამოყენებულ იქნას დანიშნულებით სპირტიანი სასმელებისთვისაც. არაჩვეულებრივად არომატული მასალის - ნატურალური თაფლის სანთლის სურნელი, ბოთლში მოთავსებულ სასმელზეც შესაბამისად აისახება, რაც მას კიდევ უფრო განუმეორებელს გახდის.
ბოთლი „სოხუმი“ ორიგინალური და დაუვიწყარი საჩუქარი ან სუვენირი შეიძლება გახდეს თქვენი რჩეულის ან პატივსაცემი ადამიანისათვის.