შემოგვიერთდით
Geo Eng Rus

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაფუძნდა კომპანია „მათეს მადლი“, რომლის მიზანია ნატურალური თაფლის სანთლის ნაწარმის დამზადების მივიწყებული ტრადიციების აღორძინება-პოპულარიზაცია.

ჩვენი პროდუქციის შესაქმნელად გამოყენებულია მხოლოდ უმაღლესი ხარისხის ეკოლოგიურად სუფთა ნატურალური თაფლის სანთელი საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან, ყოველგვარი ქიმიური დანამატებისა და მინარევების გარეშე.

ჩვენ მიერ შექმნილი თითოეული ნივთი იწმინდება და მუშავდება ხელით, ბუნებრივად და შეგნებულად პრიმიტიული იარაღებით. სწორედ ამიტომ, თითქმის არ გვხვდება ორი ზუსტად ერთნაირად შეფერილ-დამუშავებული პროდუქტი.

წამოწყებულ პროექტში ყველაზე მნიშნელოვანი და მთავარი კი ისაა, რომ კომპანია „მათეს მადლის“ ნაწარმის შეძენისას თქვენ ჩვენთან ერთად ხდებით თანამონაწილე და თანაზიარი დიდი სიყვარულის, სიკეთისა და უანგარო ქველმოქმედების, რადგან ყოველი სანთლის ნაწარმის ღირებულების ნაწილი გადაირიცხება საქართველოს პატრიარქის ფონდსა და მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მშენებლობის ფონდში.

ჩვენი ნაწარმის შესაძენად გადადით ბმულზე

დაგვიმეგობრდით Facebook-ზე

კომპანია იღებს ინდივიდუალურ და კორპორატიულ შეკვეთებსაც.

თბილისის მასშტაბით შეკვეთების მიტანის სერვისი უფასოა.