ნატურალური თაფლის სანთლისგან შექმნილი ბოთლი ,,გაგრა” - აფხაზეთის სიყვარულისა და მონატრების გამოძახილია.
შავიზღვისპირეთის ულამაზესი ზღაპარქალაქი ფრაგმენტულადაა ასახული ჭურჭელზე: აბაათა - გაგრის ბაზილიკა, პრინც ოლდენბურგის სასახლე, ზღვისპირა პარკის კოლონადა, რკინიგზის მატარებლის გვირაბი, პარკიდან ასასვლელი საბაგირო გზა და ვაგონი, ზღვის ტალღებთან მოთამაშე კეთილი დელფინი, ლეგენდარული, ულამაზესი ,,გაგრიფში”, სანატორიუმი ,,ამრა” - სუბტროპიკულ პარკში.
ბოთლის თავსახური - ზღვის სანაპიროზე აგებული კარაველა - კაფე-რესტორანი- თავშეყრის და გართობის ყველაზე საყვარელი და სამახსოვრო ადგილი გაგრაში.
ბოთლი ,,გაგრა” შესანიშნავია ალკოჰოლური სასმელებისთვის. ნატურალური თაფლის სანთლის არომატი მსუბუქად აისახება სასმელზეც, რაც მას კიდევ უფრო განუმეორებელს ხდის.
ბოთლი „გაგრა“ ორიგინალური და დაუვიწყარი საჩუქარი ან სუვენირი შეიძლება გახდეს თქვენი რჩეულის ან პატივსაცემი ადამიანისათვის.
ფასი : 165 GEL.
დიდი ფიალა |
სურათი |
პატარა ფიალა |
adas |